ჩვენი ინსტიტუტის სასწავლო პროცესში ჩართვა:
1. სწავლება სემესტრულია და წელიწადში გვაქვს ორი სემესტრი: გაზაფხულის სემესტრი და შემოდგომის სემესტრი.
2. საბუთების მიღება ხდება წელიწადში ორჯერ (აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ონლაინ ხდება საბუთების გამოგზავნა შემდეგ ელფოსტებზე: gfpaa@gfpaa.ge (ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებისთვის) და nlagidze@yahoo.com (ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში სალექციო კურსებისთვის)):
* გაზაფხულის სემესტრისთვის დეკემბერ-იანვარში;
* შემოდგომის სემესტრისთვის ივნის-აგვისტოში.
3. გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი იწყება თებერვლის მეორე კვირიდან; შემოდგომის სემესტრში - სექტემბრის მეორე კვირიდან.
4. სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველის მიერ წარმოდგენილი/გამოგზავნილი უნდა იყოს ჩვენს ელფოსტაზე (nlagidze@yahoo.com) ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
* დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
* პირადობის ასლი;
* ფოტოსურათი 3X4 (ელექტრონული);
* ანკეტა (იხილეთ ქვემოთ);
* განცხადება (იხილეთ ქვემოთ).
5. საბუთების შემოტანისას/გამოგზავნისას მსმენელს გაეგზავნება/მიეცემა რეგისტრაციის ნომერი და პაროლი.
6. ამ რეგისტრაციის ნომრით და პაროლით მსმენელი შედის მონაცემთა ბაზაში საკუთარ გვერდზე.
7. მონაცემთა ბაზაში საკუთარი გვერდიდან მსმენელი რეგისტრირდება სასურველ ჯგუფებში (მოდულების მიხედვით); ლექციებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ჩვენს საიტზე ლექციებში.
8. ლექციებზე ელექტრონული რეგისტრაციის პერიოდებია (მოცემულია ზოგადი პერიოდი, ზუსტი თარიღები იხილეთ ლექციებში):
* გაზაფხულის სემესტრისთვის ყოველი წლის 1 თებერვალი - 10 თებერვალი;
* შემოდგომის სემესტრისთვის ყოველი წლის 1 სექტემბერი - 10 სექტემბერი.
9. ლექციის თანხის არასწორ ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მსმენელმა უნდა მიმართოს ინსტიტუტის ადმინისტრაციას (წერეთლის 61).