GE EN

579 219 373; 2350157 (502)

nlagidze@yahoo.com

წერეთლის გამზირი 61

თბილისი
მთავარი / სიახლეები

მსმენელთა თვითშეფასების დანერგვის შესახებ

ინფორმაცია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის შუალედური ტესტირების და სემესტრული გამოცდის გაუქმებისა და მსმენელების თვითშეფასების დანერგვის შესახებ


ინსტიტუტის დირექტორის 2020 წლის 19 მაისის #04 ბრძანების თანახმად:

• მსმენელის პროფესიონალი ბუღალტრის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მზადყოფნის შეფასების ინსტრუმენტად შემოღებულ იქნება მსმენელის თვითშეფასება;


• მსმენელის თვითშეფასების უზრუნველყოფის მიზნით ყოველ მოდულში მომზადდება ბაფის საგამოცდო ტესტების მსგავსი სემესტრული თვითშეფასების ტესტი;

 

• ტრენინგების პროგრამით გათვალისწინებული თემების ამოწურვის შემდეგ, ტესტები ელექტრონული საშუალებით  დაეგზავნება მსმენელებს; 


• მსმენელმა, საკუთარი ცოდნის შეფასების მიზნით, უნდა შეასრულოს ტესტური დავალება იმ დროში რაც გამოყოფილი იქნებოდა გამოცდისთვის;


• მსმენელებისთვის ტესტების დაგზავნიდან 3-5 დღეში (ამ დროისთვის მსმენელებს თან უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამოხსნილი საგამოცდო ნამუშევრები) ლექტორი მსმენელებთან განიხილავს გამოცდის ტესტს, აუხსნის მათ, როგორ უნდა ეპასუხათ საგამოცდო კითხვებზე და გაუგზავნის ტესტების პასუხებს;


• ინსტიტუტის სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ მსმენელზე, რომელიც სასწავლო პროცესში მონაწილეობდა ყველა მოდულში;


• სასწავლო პროცესში ჩართულობასთან ერთად, სერთიფიკატის გაცემის საფუძველად გამოყენებული იქნება მსმენელის მიერ ბაფის გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასება;


• სერთიფიკატის გაცემის წესი თანაბრად გავრცელდეს ყველა მსმენელზე, ამ ბრძანების თარიღამდე სტუდენტის (მსმენელის) სტატუსის მატარებელი მსმენელების ჩათვლით.


ინსტიტუტის ადმინისტრაცია

1