ინფორმაცია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის შუალედური ტესტირების და სემესტრული გამოცდის გაუქმებისა და მსმენელების თვითშეფასების დანერგვის შესახებ
ინსტიტუტის დირექტორის 2020 წლის 19 მაისის #04 ბრძანების თანახმად:
• მსმენელის პროფესიონალი ბუღალტრის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მზადყოფნის შეფასების ინსტრუმენტად შემოღებულ იქნება მსმენელის თვითშეფასება;
• მსმენელის თვითშეფასების უზრუნველყოფის მიზნით ყოველ მოდულში მომზადდება ბაფის საგამოცდო ტესტების მსგავსი სემესტრული თვითშეფასების ტესტი;
• სასერთიფიკაციო პროგრამით გათვალისწინებული თემების ამოწურვის შემდეგ, ტესტები ელექტრონული საშუალებით დაეგზავნება მსმენელებს;
• მსმენელმა, საკუთარი ცოდნის შეფასების მიზნით, უნდა შეასრულოს ტესტური დავალება იმ დროში, რაც გამოყოფილი იქნებოდა გამოცდისთვის;
• მსმენელებისთვის ტესტების დაგზავნიდან 3-5 დღეში (ამ დროისთვის მსმენელებს თან უნდა ჰქონდეთ თავიანთი ამოხსნილი საგამოცდო ნამუშევრები) ლექტორი მსმენელებთან განიხილავს გამოცდის ტესტს, აუხსნის მათ, როგორ უნდა ეპასუხათ საგამოცდო კითხვებზე და გაუგზავნის ტესტების პასუხებს;
• ინსტიტუტის სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ მსმენელზე, რომელიც სასწავლო პროცესში მონაწილეობდა ყველა მოდულში;
• სასწავლო პროცესში ჩართულობასთან ერთად, სერთიფიკატის გაცემის საფუძველად გამოყენებული იქნება მსმენელის მიერ ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასება;
• სერთიფიკატის გაცემის წესი თანაბრად გავრცელდეს ყველა მსმენელზე, ამ ბრძანების თარიღამდე სტუდენტის (მსმენელის) სტატუსის მატარებელი მსმენელების ჩათვლით.
*** იმ მსმენელებმა, რომლებმაც სრულად გაიარეს პბი-ს სალექციო კურსი ყველა მოდულში და, ასევე, სრულად აქვთ ჩაბარებული ამ მოდულების (13 მოდული) გამოცდები, თავად უნდა მოგვმართონ (პბი-ს ადმინისტრაციას), რომ დაასრულეს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი, და, მხოლოდ ამის შემდეგ, მათთვის დამზადდება პბი-ს სერთიფიკატი.
ინსტიტუტის ადმინისტრაცია
================================
საგამოცდო ნიმუშები იხილეთ აქ.