პბი დაფუძნებულია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფის) მიერ 2000 წლიდან. პბი-ს მისია და მიზანია ბაფის პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატების მომზადება პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში.
* * *
ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა საშუალებას აძლევს სწავლების მსურველებს საერთაშორისო დონეზე აიმაღლონ კვალიფიკაცია ფინანსების და მენეჯმენტის სფეროში. ამასთანავე, ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში კანდიდატებს I და II ეტაპზე სწავლების ნებისმიერ პერიოდში შეუძლიათ სწავლება გააგრძელონ ACCA გლობალში. მათ ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩაბარებული წიგნები ჩაეთვლებათ ACCA გლობალში და სწავლას გააგრძელებენ შემდგომი წიგნებიდან. ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამას მიღებული აქვს აკრედიტაცია ACCA გლობალში (2008 წლიდან) და ჩვენი პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატებს ეთვლებათ პირველი 9 წიგნი (ანუ I და II ეტაპში შემავალი წიგნები).
* * *
საქართველოში პბი ერთადერთი ინსტიტუტია, სადაც ACCA გლობალის საკვალიფიკაციო პროგრამა ქართულ ენაზე ისწავლება. ACCA გლობალი წარმოადგენს პროფესიონალ ბუღალტერთა გლობალური დონის ორგანიზაციას. ACCA გლობალის პროგრამა არის გარანტია იმისა, რომ პროგრამის მონაწილე დაეუფლოს საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს ფინანსებისა და მენეჯმენტის სფეროში. აღნიშნული პროგრამა შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების ყველა დადგენილ კრიტერიუმს.
* * *
მთელს მსოფლიოში, დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ ACCA გლობალის წევრებს, რაც მათი ბიზნესის მდგრადი წარმატების გარანტიაა. რადგანაც მათ იციან, რომ ACCA გლობალის წევრები სტრატეგიულად აზროვნებენ, არიან პატიოსნები, გააჩნიათ მაღალი დონის ეთიკა, ფინანსური განათლება და ბიზნეს ალღო.
* * *
2015 წელს შპს სტატისტიკური კვლევების სამეცნიერო-საინფორმაციო ცენტრმა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა ჩვენს ინსტიტუტს გადასცა ეროვნული სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს სამეურნეო საქმიანობის სუბიექტთა სრული ჩამონათვალის რანჟირების შედეგად, ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად ჩვენს ინსტიტუტს (პბი) მიენიჭა საპატიო წოდება: დარგის ლიდერი 2015.
* * *
ჩვენი ინსტიტუტი გიწვევთ სასწავლებლად და გისურვებთ წარმატებებს კარიერულ ზრდაში!