პბი გთავაზობთ სალექციო-მოსამზადებელ კურსს ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებისთვის:
* * * * *
სემესტრული სალექციო-მოსამზადებელი კურსი:
1. გაზაფხულის სემესტრი - თებერვალი-მაისი
2. შემოდგომის სემესტრი - სექტემბერი-დეკემბერი
* * * * *
**სემესტრულ სალექციო კურსზე რეგისტრაციის უახლესი პერიოდი:
2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ლექციებზე დარეგისტრირება დაიწყება 2024 წლის 1 თებერვლიდან (12:00 საათიდან) (სალექციო განრიგები გამოქვეყნდება ლექციებში ქვემოთ).
ლექციები დაიწყება 2024 წლის 13 თებერვლიდან (ლექციებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა პროგრამულად შეწყდება ლექციების დაწყებამდე ორი დღით ადრე).
სალექციო კურსებზე დარეგისტრირებამდე, მსურველები უნდა ჩაერთონ (დარეგისტრირდნენ) ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში. პროგრამაში ჩართვის ინსტრუქცია იხილეთ ბაფის საიტზე (იხ. ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა საყურადღებოდ!).
**ლექციები ტარდება აუდიტორიაში.
ლექციებზე ხდება ელექტრონული რეგისტრაცია, ამიტომ მსმენელს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგისტრაციის ნომერი (აიდი) და პაროლი, რითაც შევა საკუთარ გვერდზე ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში და დარეგისტრირდება ჯგუფში. ბაზაში შესასვლელი ლინქი იხილეთ ინსტიტუტის საიტზე - მსმენელების ბაზა.
**ლექციებზე რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტები
ლექციებზე რეგისტრაციისას მსმენელს უკვე უნდა ჰქონდეს ლექციის საფასურის გადახდის ქვითარი და ატვირთოს საკუთარ გვერდზე:
1. ლექციის საფასური - 500 ლარი (ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე);
2. განცხადების ასლი (თუ გაქვთ ლექციებთან დაკავშირებული რაიმე განცხადება დაწერილი);
**ლექციებზე რეგისტრაციის გავლის საფეხურები (ღილაკები):
1. ჯგუფში რეგისტრაცია
2. ახალ ჯგუფში რეგისტრაციის მოთხოვნის დამატება
3. სკოლა-პროგრამის ველში ირჩევთ ეტაპს
4. ჯგუფის ველში ირჩევთ სასურველ ჯგუფს
5. გაეცანით და დაეთანხმეთ აღნიშნულ წესებს
6. გადახდის ქვითრის ატვირთვა
7. მოთხოვნის დამახსოვრება/დასრულება
სტატუსის ველში უნდა შეამოწმოთ მიიღეთ თუ არა დასტური რეგისტრაციაზე.
**რა შემთხვევაში ხდება ლექციებზე რეგისტრაციის დაბლოკვა
არასრული თანხის გადახდის ანდა არასწორ ანგარიშზე თანხის გადახდის შემთხვევაში მსმენელი რეგისტრაციას ვერ დაასრულებს (რეგისტრაციაზე დასტურს ვერ მიიღებს). ამის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა მას შეუძლია კომენტარის ველში, რომელიც გამოჩნდება სტატუსზე მაუსის დაჭერის შემდეგ, და სადაც ზუსტად იქნება მითითებული დაბლოკვის მიზეზი. მხოლოდ მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ მოხდება დასტურის გაცემა მსმენელის მოთხოვნაზე.
**ლექციებზე განმეორებითი დასწრება
ლექციებზე განმეორებით დასწრება ხდება განცხადების საფუძველზე (განმეორებით დასწრების განაცხადის ფორმა უნდა გამოითხოვოთ ჩვენს ელ ფოსტაზე (nlagidze@yahoo.com). იხ. პბი-ს საკონტაქტოში) და ლექციის საფასური ამ შემთხვევაში იქნება 300 ლარი.
**ჯგუფების არჩევა
რეგისტრაციისას გამოჩნდება მხოლოდ იმ ჯგუფების მონაცემები, სადაც არის ადგილები. ჯგუფში საჭირო რაოდენობის მსმენელების დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფი დაიხურება. ჯგუფში რეგისტრაციამდე, გადაამოწმეთ ბაფის გამოცდების თანხვედრა, რომელიც მოცემულია ბაფის საიტზე.
**ლექციების დაწყებამდე
ლექციების დაწყებამდე 1-2 დღით ადრე ჯგუფში დარეგისტრირებული მსმენელები ლექტორისგან მიიღებთ შეტყობინებას ლექციებთან დაკავშირებით მეილზე ან მობილურზე.
ლექტორის საკონტაქო მეილები დაიდება ჩვენს ფბ გვერდზე. ასე, რომ თავადაც შეგიძლიათ შეეხმიანოთ ლექტორს და მიაწოდოთ თქვენი საკონტაქტო მეილი და მობილურის ნომერი.
ლექტორთან შეტყობინების გაგზავნისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ საგნის ველში მიუთითოთ თქვენი ჯგუფის ზუსტი და კონკრეტული დასახელება, ასევე თქვენი სახელი და გვარი, სხვა შემთხვევაში თქვენი მეილი უპასუხოდ დარჩება.
**ლექციების დაწყება
ჩვენს ფბ გვერდზე სალექციო კურსის დაწყებამდე დაიდება ინფორმაცია, თუ რომელი ჯგუფები შედგა და რომელი ჯგუფები არ შედგა.
შემდგარ ჯგუფებთან ასევე მითითებული იქნება აუდიტორიის ნომრები და ლექტორების საკონტაქტო მეილები.
**აკადემიური შვებულება
ჯგუფში დარეგისტრირებულ მსმენელს აკადემიური შვებულების გაფორმება შეუძლია მხოლოდ სემესტრის დაწყების პირველივე თვეში (ანუ, თებერვალში ან სექტემბერში). მეორე თვიდან უკვე აღარ ფორმდება აკადემიური შვეულება.
აკადმიური შვებულების გასაფორმებლად უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო მეილზე (nlagidze@yahoo.com) და დაწეროთ განცხადება. განცხადების საფუძველზე თქვენ მოგეცემათ საშუალება მიმდინარე სემესტრში სწავლა შეაჩეროთ, და გააგრძელოთ მომდევნო სემესტრიდან.
აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებისას კვლავ საჭიროა განცხადების დაწერა.
**წიგნების აბრევიატურა
ბბ - ბუღალტერი ბიზნესში
მა - მმართველობითი აღრიცხვა
ფა - ფინანსური აღრიცხვა
ქბს - ქართული ბიზნეს სამართალი
სშმ - საქმიანობის შედეგების მართვა
სდ - საგადასახადო დაბეგვრა
ფან - ფინანსური ანგარიშგება
ამმ - აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
ფმ - ფინანსური მართვა
სბლ - სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი
სსა - საწარმოს სტრატეგიული ანგარიშგება
უფმ - უმაღლესი ფინანსური მართვა
უამმ - უმაღლესი აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
**2024 წლის გაზაფხულის სემესტრის ლექციების განრიგი გამოქვეყნდება 2024 წლის იანვარში როგორც საიტზე ასევე ჩვენს ფბ გვერდზე.
ლექციები ჩატარდება აუდიტორიაში, მისამართზე: დ. ბაქრაძის ქ. 6ა
სამუშაო დღეებში ლექციები დაიწყება სტანდარტულად 18:10 სთ-ზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლექციები ხშირად კვირაში ორჯერაც ჩატარდება. ამიტომაა მითითებული თითოეული ჯგუფის გასწვრივ ორი სალექციო დღე.
**2023 წლის შემოდგომის სემესტრის ლექციების განრიგი:
მოდული | ჯგუფი | ლექტორი | ლექციის დღეები | დაწყების საათი | დაწყების თარიღი |
ბბ | ჯგ.1 | რამაზ დეკანოსიძე | ორშაბათი, ხუთშაბათი | 18:10 | 14.09.2023 |
მა | ჯგ.1 | ია გიაშვილი | სამშაბათი, შაბათი | 18:10; 14:00 | 12.09.2023 |
ფა | ჯგ.1 | ლია გოგსაძე | სამშაბათი, შაბათი | 18:10; 11:00 | 12.09.2023 |
ფა | ჯგ.2 | მაგდა კოჩაძე | ხუთშაბათი, სამშაბათი | 18:10 | 14.09.2023 |
ფა | ჯგ.3 | ლია გოგსაძე | ორშაბათი, შაბათი | 18:10; 15:00 | 18.09.2023 |
ქბს | ჯგ.1 | ანა ხარაიშვილი | შაბათი, პარასკევი | 10:00; 18:10 | 16.09.2023 |
სშმ | ჯგ.1 | ია გიაშვილი | შაბათი, ოთხშაბათი | 11:00; 18:10 | 16.09.2023 |
სდ | ჯგ.1 | გრიგოლ ნოზაძე | ხუთშაბათი, ორშაბათი | 18:10 | 28.09.2023 |
სდ | ჯგ.2 | დავით მამრიკიშვილი | ხუთშაბათი, კვირა | 18:10; 10:00 | 21.09.2023 |
ფან | ჯგ.1 | ლია გოგსაძე | კვირა, პარასკევი | 11:00; 18:10 | 17.09.2023 |
ფან | ჯგ.2 | ნანო სამყურაშვილი | ხუთშაბათი, შაბათი | 18:10; 10:00 | 14.09.2023 |
ამმ | ჯგ.1 | თამუნა ცუხიშვილი | სამშაბათი, პარასკევი | 18:10 | 12.09.2023 |
ფმ | ჯგ.1 | ნინო ბოლოკაძე | შაბათი, ოთხშაბათი | 12:10; 18:10 | 16.09.2023 |
სბლ | ჯგ.1 | არსენა თევდორაშვილი | სამშაბათი, შაბათი | 18:10; 10:00 | 12.09.2023 |
სსა | ჯგ.1 | მაკა კაკაბაძე | პარასკევი, სამშაბათი | 18:10 | 22.09.2023 |
უფმ | ჯგ.1 | ია გიაშვილი | ხუთშაბათი, შაბათი | 18:10; 14:00 | 14.09.2023 |
უამმ | ჯგ.1 | თამუნა ცუხიშვილი | ხუთშაბათი, ორშაბათი | 18:10 | 14.09.2023 |
შენიშვნა:
* * ბბ/ჯგ1-ის ძირითადი დღეა ორშაბათი, თუმცა პირველი ლექცია ჩატარდება ხუთშაბათს14 სექტემბერს.